|
2015-03-31 13:03:01, 405 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები იყო - საქართველოს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით და წამყვანი პოზიციები მსოფლიოს ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების შეფასებებში. პრემიერმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ელექტრონული ვიზების სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის თებერვლიდან ამოქმედდა და აღნიშნა, რომ მოკლევადიანი ტურისტული ან საქმიანი ვიზის მიღება, საკონსულოში მისვლის გარეშე, სპეციალური პორტალის მეშვეობით არის შესაძლებელი. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა იმ ქვეყნებთან, რომელთა წარომადგენლებიც დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გლობალური პარტნიორობის განვითარება აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბისა და წყნარი ოკეანის რეგიონებთან, საქართველოსთვის პრიორიტეტულია. აღნიშნულ კონტექსტში პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს საელჩოები გაიხსნა მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ეთიოპიაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გაერო-ში კაბო ვერდეს რესპუბლიკის, გრენადის, გვინეის რესპუბლიკის, იამაიკის, ტიმორ-ლესტეს, ტონგას სამეფოს და უგანდის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კახა იმნაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)