13:16 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 18:55:48, 2572 ნახვა

ეკონომიკა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩაის საწარმო ფართოვდება

უახლოეს მომავალში, ქართულ ბაზარზე, სურსათის ხარისხისა და  უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემის (HACCP) შესაბამისი ჩაი გამოვა.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  შპს „ლუკა 2010"-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში მდებარე 290 533 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კომპანია უზრუნველყოფს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ექსპლუატაციაში მიღებასა და აღჭურვას.
 
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს „ლუკა 2010"–ს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის" ფარგლებში გადაეცა.
 
ცნობისთვის: 2016 წელს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ლუკა 2010"-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში მდებარე 79 980 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცა, სადაც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. 
 
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics