21:54 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 14:37:08, 2174 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სტივენ ვულფი: ევროკავშირისთვის საქართველო საფრთხის შემცველია

ევროპარლამენტში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის სტივენ ვულფის განცხადებით, ევროკავშირისთვის თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხის შემცველია.

როგორც ვულფმა პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დამტკიცება დიდი შეცდომა იქნება.

„როცა ქალბატონმა მერკერმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, გერმანიის კარები რომ გაუღო, შესაბამისი შემოწმების გარეშე, ყველა მსურველს,  ჩვენ ახლა ვიმკით ამ შედეგებს. თურქეთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხის შემცველია. ქართულმა  გაზეთმა „რეზონანსმა“ განაცხადა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ისლამურ სახელმწიფოში. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას", - განაცხადა სტივენ ვულფმა.

კენჭისყრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში დაიწყება. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics