21:54 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 13:04:44, 1792 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: „ნაცმოძრაობამ“ აქციები იმ ტერიტორიაზე გამართოს, რომელიც მოღალატეობრივად ჩააბარა რუსეთს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

სუბარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობა“  რუსეთს საქართველოს  ტერიტორიები მოღალატეობრივად ჩააბარა და  კარგი იქნებოდა, აქციები იმ ტერიტორიაზე გაემართათ:

„პირველ რიგში, 2 საათზე აქციას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს სამინისტროსთან, რა ინფორმაციაც მაქვს თვითონ დევნილებისგან 2 კვირიანი სრული მობილიზებით, ლამის სამხედრო რეჟიმზე გადავიდნენ მოახერხეს და 400 კაციანი სია შექმნეს, რომელთა მოყვანასაც აპირებენ. ამ 400 კაციანი სიიდან რამდენი მოვა, ისიც გასარკვევია. ისე, კარგი იქნებოდა, აქციები იმ ტერიტორიაზე გაემართათ, რომელიც მოღალატეობრივად ჩააბარეს რუსეთს. ახალ გორში, მაგალითად, რომელიც ჯერ გამოყვეს მცხეთა-მთიანეთიდან, შემდეგ შეუერთეს ე.წ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქს. შემდეგ კი ჩააბარეს რუსეთს. კოდორში, საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ჯარი შეიყვანეს, საკუთარი ტერიტორიის დაპყრობის იმიტაცია გაითამაშეს და ჩააბარეს რუსეთს. აქ გაემართათ აქციები”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება დევნილების დახმარებებს, მინისტრის განმარტებით,  ის დევნილის სტატუსს არ შეეხება:

„ ის, როგორც პოლიტიკური სტატუსი რჩება, სანამ არ მოხდება დაბრუნება. საერთაშორისო სტანდარტი ის არის, რომ ასეთი სტატუსი არ არსებობს. ეს არ არის ჩვენთან განხილვის საგანი“,- აღნიშნა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics