|
2017-02-02 11:54:13, 723 ნახვა
რეგიონი
დიდთოვლობის შედეგად ხელვაჩაურში სახლი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი
დიდთოვლობის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში თამაზ გორგაძის საცხოვრებელი სახლი დაინგრა. აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია 5 სულიანი ოჯახის 3 წევრი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ოჯახის სხვა წევრებიც. ოჯახის უფროსი თამაზ გორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს 21 წლის ლადო გორგაძის სამაშველო ოპერაცია, რომელიც ბეტონის მასის ქვეშაა მოყოლილი. ადგილზე იმყოფება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. ასევე სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები და აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება ნგრევის მიზეზების გამოსაკვლევად. ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ : „მუნიციპალიტეტში, თოვლის გამო სახლების ნგრევის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ამ ორი დღის განმავლობაში, რის გამოც უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა. მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას გადმოთოვლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები."
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)