|
2015-03-31 10:23:35, 708 ნახვა
სამართალი
საქართველოს რამოდენიმე რეგიონში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დეპარტამენტის სათაო ოფისის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრაკონიერთა ჯგუფები მდინარეებზე კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით, კერძოდ ელექტროშოკური აპარატებით ახორციელებდნენ თევზის მოპოვებას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა მოახდინეს სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის 100 კილოგრამამდე თევზის კონფისკაცია. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზჭერისა და ნადირობის წესების დაცვის მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)