21:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 15:32:54, 1937 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ზვიად ქაწაშვილი: შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ იყო გამართული იმ დონეზე, როგორც უნდა ყოფილიყო

უახლოეს საათებში ვფიქრობთ, რომ ხანძარი მთლიანად იქნება ლიკვიდირებული, - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შენობის უკანა ნაწილში კერები ამ დრომდე დარჩენილია.

„ამ ეტაპზე ექსპერტები გვიკრძალავენ მეხანძრეების და ზოგადად ყოველგვარ გადაადგილებას შენობაში. მხოლოდ და მხოლოდ დაშვებულია ექსპერტებისგან მოცემული ნებართვის მეშვეობით შესვლა და ხალხის ეტაპობრივად შეყვანა იმ ნაწილში, სადაც ძვირფასეულობა ინახება. ამ ეტაპზე გვიწევს გარე პერიმეტრზე მუშაობა. უახლოეს საათებში ვფიქრობთ, რომ ხანძარი მთლიანდ იქნება ლიკვიდირებული ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“,-  განაცხადა ქაწაშვილმა.

ამასთან, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში არ იყო გამართული იმ დონეზე როგორც უნდა ყოფილიყო.

„ამ წელიწადში ქვეყნის მასშტაბით ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ დამონტაჟებული იქნას სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო ტექნიკა ანალოგიურ შენობებში“, - დასძინა ქაწაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics