17:17 - 23 May, 2026
|
2017-01-30 16:14:15, 2094 ნახვა
კომენტარი სამხედრო
ხოშტარია: სამხედროების მიმართ დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება ძალიან მძიმეა
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სამხედროებისთვის დაპირებული ბინების არ გადაცემის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სამხედროების მიმართ ძალიან მძიმეა. „ჩვენ არაერთ შემთხვევას ვნახულობთ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება სამხედროებს, რომლებიც ხელის გულზე უნდა ვატაროთ. ის ფაქტი დაუშვებელია, აქ მარტო ბინაზე არაა საუბარი, ეს ადამიანის აბუჩად აგდებაა. სამხედროსადმი ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია. ვეჭვობ, იყო რაღაც შიდა პარტიული გარჩევები და დაუშვებელია, რომ ნებისმიერი მოქალაქე მას ეწირებოდეს“, - აღნიშნა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)