|
2017-01-29 16:26:32, 906 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქალაქის გარეუბნებში გზების მდგომარეობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში დიდთოვლობის შედეგების და გზებზე არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით ე.წ. "ჭაობის" დასახლებას ესტუმრა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ პირადად დაათვალიერა გარეუბნებში გზების მდგომარეობა და მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, დიდთოვლობის მიუხედავად საავტომობილო გადაადგილება არ შეჩერებულა, ყველა მთავარი გზა გაწმენდილია. "ყველა მთავარი ქუჩა და მაგისტრალი გაწმენდილია. სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. პირადად გავეცანი მდგომარეობას ქალაქის არა მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში, არამედ გარეუბნებშიც. ტექნიკა ვერ შევიდა მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც მერიის პროგრამით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე პროცესშია. ბათუმის მერიის და მთავრობის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია და სამუშაოები გრძელდება. მაქსიმალურად ვცდილობთ დიდთოვლობის გამო შემქნილი შეფერხებები დროულად აღმოიფხვრას" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)