|
2017-01-27 15:18:22, 2417 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტოსა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის საფუძველზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებით, მხარეები უზრუნველყოფენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებულობას და აღნიშნული სტრუქტურების შესახებ ცნობადობის გაზრდას. ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარმა ახალგაზრდებმა, აგვისტოს ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა შვილებმა, ტექნოპარკი დაათვალიერეს. მათ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარები გააცნეს, რათა იმ შესაძლებლობების შესახებ იცოდნენ, რომლებიც მომავალში შესაძლოა გამოადგეთ საკუთარი სტარტაპების ჩამოყალიბებასა და განვითარებისთვის გამოადგეთ. ასევე, კომპანია „ტაქსიფაი“-ს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ინოვაციების სააგენტოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ, იგეგმება აღნიშნული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტრენინგები და კონსულტაციები. ცნობისთვის, აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ჩართულობა იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხში, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ჰქვია. სწორედ ამ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საინფორმაციო ცენტრი ჩაატარებს არაერთ ღონისძიებას: სემინარებს, გამოფენებსა თუ კონფერენციებს, რომელთა წარმატებით განხორციელებაში მათ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარება. მნიშველოვანია, მოსახლეობა უკეთ გაეცნოს აღნიშნულ საკითხებში, რათა გაცნობიერებულად დაუჭირონ მხარი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრი ასევე, ერთვება ინოვაციების სააგენტოს პროექტში - „სტარტაპ მეგობრული“, რომლის ფარგლებშიც ის სტარტაპებს ისეთ სერვისებს შესთავაზებს, როგორებიცაა სივრცის დათმობა და საკონსულტაციო მომსახურება. (NS)
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)