|
2017-01-27 13:35:41, 2762 ნახვა
მსოფლიო
მექსიკელებს კედლის საფასურის გადახდა მოუწევთ - ტრამპი იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასის გაზრდას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადების გაზრდა და მიღებული ფულით სასაზღვრო კედლის მშენებლობა სურს, - ამის შესახებ BBC თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის შონ სპაისერის განცხადებით, მექსიკურ პროდუქციაზე 20%-იანი საიმპორტო გადასახადის დაწესება წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის აკუმულირების საშუალებას იძლევა. სპაისერმა ასევე აღნიშნა, რომ გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. მედია საშუალების ინფორმაციით, მექსიკა-ამერიკის საზღვარს ყოველდღიურად 1,6 მილიარდის საფასურის პროდუქცია გადის. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული განცხადება მას შეემდეგ გააკეთა, რაც მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გუშინწინ დონლდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. ამას, მექსიკის პრეზიდენტის პასუხი მოჰყვა. როგორც პენია ნიეტომ აღნიშნა, მისი ქვეყანა კედლის საფასურის გადახდას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)