|
2017-01-26 12:34:44, 2441 ნახვა
ეკონომიკა
26 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება
პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის - ძლიერი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაჟო სისტემის უზრუნველყოფისთვის. საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 საბაჟო ადმინისტრაცია იღებს. წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით აღინიშნება - „მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის". კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელმა პირებმა. შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ ფორუმის მონაწილეებს საბაჟო დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის ჩარჩო ფორმატის მემორანდუმი გაფორმდება. სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, გაწეული შრომისა და თავდადებისთვის, შემოსავლების სამსახურის სახელით, ღირსების მოწმობები გადაეცემა შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელსა და ორ სახელმწიფო უწყებას (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო). ღირსების მოწმობებით დაჯილდოვდება ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიაც. კონფერენციის დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)