|
2017-01-24 20:19:31, 2143 ნახვა
სამართალი
IPRM-ის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 42-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების ფაქტებს, რადგან აღნიშნული საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნისა და ორი ე.წ. გამშვები პუნქტის სამომავლოდ დახურვის საკითხები. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ზემოხსენებული ე.წ. რეგულაციები თუ აკრძალვები შეზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და გაართულებს მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან ინციდენტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 22 თებერვალს გაიმართება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)