20:03 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 18:30:07, 1879 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ელენე ხოშტარია: მთავრობამ უნდა მოგვცეს გარანტია, რომ ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცემა

ფრაქცია „ევროპული საქართველო -უკეთესი მომავლისთვის“  ბიუროს სხდომაზე  შინაგან საქმეთა, საგარეო და იუსტიციის მინისტრების თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაბარების საკითხს დააყენებს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ განაცხადა,  მთავრობამ  უნდა განმარტოს, თუ როგორ მოხვდა პერსონალური ინფორმაცია ქართველი სამხედროს შესახებ რუსეთის  ბაზაში, ასევე მისცენ  გარანტია, რომ ცერცვაძე  რუსეთს არ გადაეცემა.

"დღეს, ჩვენი სახელწმიფოს რეაგირებაზეა დამოკიდებული გადასცემენ თუ არა ამ ადამიანს რუსეთს, ზოგადად ამ ადამიანის ბედი და ჩვენი ქვეყნის ღირსება , თუ ჩვენ ვაპირებთ იმ რეაქციებით, რაც დღეს მოვისმინეთ , ქუცნაშვილის რეაქციით, რომელმაც მას უწოდა მკვლელი, და თქვა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, მთავრობის რეაქციით, რომ მას ეს არ ეხება და არაფერი არ იციან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ღირსებასთან ერთად ამ კონკრეტული ადამიანის ბედს ვაბარებთ მტერ სახელმწიფოს, ამიტომ ჩვენ გვექნება კატეგორიული მოთხოვნა და ეს არ არის ჩვენი პარტიის ინტერესი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი, და ყველა ადამიანის ინტერესი, მოვიდნენ მინისტრები, გასცენ პასუხები კითხვებს და მოგვცენ გარანტია, რომ ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთს",-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics