|
2015-03-29 12:50:08, 637 ნახვა
სამართალი
ემზარ კვიციანის ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის განცხადებით, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავდა. როგორც კვიციანმა აღნიშნა, ხარძიანს მკვლელობამდე ერთი საათით ადრე შეხვდა, სადაც მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაზე ისაუბრეს.ბესიკ ხარძიანი კვიციანთან ერთად "პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანებას აპირებდა. ,,იმ დღეს ერთად ვიყავით, მკვლელობიდან დაახლოებით, ერთი საათის წინ შევხვდით ერთმანეთს. პირველი საათი ხდებოდა, როცა სასტუმრო ,,საქართველოში“ მივედი, ვისაუბრეთ, შემდეგ მე წავედი, ხოლო ბესო იქ დარჩა. ბესოს სასამართლო პროცესი 13 მაისისთვის გადაუდეს და ეს კარგად არ ენიშნა. ჩვენ პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა გაგვეძლიერებინა. ერთად გადავწვიტეთ, რომ "პატრიოტთა ალიანსში" ვყოფილიყავით და ერთად გვებრძოლა“,-განაცხადა კვიციანმა. ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. მოგვიანებით იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)