|
2015-03-28 19:17:47, 735 ნახვა
სამართალი
გიორგი უდესიანი: ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს
გიორგი უდესიანმა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. უდესიანი მის მიმართ არსებულ ბრალდებებს "სიბინძურეს" უწოდებს ამასთან გიორგი უდესიანს სამართლიანი გამოძიების იმედი აქვს. „მე ოჯახის წევრების კომენტარებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი არიან გამწარებული ადამიანები დღეს, მაგრამ მინდა გავაკეთო კომენტარები იმ ადამიანების შესახებ, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. რაღაც ჯგუფი ალბათ იქ არის, ვინც ამ შავბნელ პიარს აგორებს. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს. საქართველოში არსებობენ სამართალდაცავი ორგანოები, არსბეობენ ძალოვანი უწყებები, რომლებიც მე იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს“, - განუცხადა უდესიანმა „რუსთავი 2“-ს. შეგახსენებთ, მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ახლობლები და ოჯახის წევრები მკვლელობას გიორგი უდესიანს უკავშირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)