10:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 17:26:25, 2480 ნახვა

ეკონომიკა
ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას ბიზნეს-იდეით მთავრობა დაინტერესდა

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შესაძლოა, საქართველოში  საწარმო გახსნას.

ამასთან დაკავშირებით, ცნობილ ქართველ დიზაინერსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შორის საუბარი უკვე შედგა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიზაინერს საწარმოს გახსნა სურს, რომელიც პლასტმასის წარმოებით იქნება დაკავებული. სამომავლოდ საწარმოში, ზვიად ციკოლია   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასაც აპირებს.

გიორგი გახარია ცნობილ დიზაინერს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმოების დაწყებაზე ესაუბრა. საწარმოს შექმნიდან  პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ განახორციელებს.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 214 ახალი ადგილობრივი წარმოება. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში ჩართულია სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია,  რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics