|
2017-01-17 16:19:04, 2349 ნახვა
ეკონომიკა
ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა (eHRMS) 297 სახელმწიფო უწყებაში დაინერგა
ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა (eHRMS) 297 სახელმწიფო უწყებაში დაინერგა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ელექტრონული მმართველობის (e-Governance) პოლიტიკის, კონცეფციების შემუშავება და განვითარება ქვეყნის პრიორიტეტული ამოცანაა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემების შექმნა და დანერგვაა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს. სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი „ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა“ (eHRMS) უკვე დაინერგა 297 სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სამინისტროებსა და მათში შემავალ უწყებებში (სსიპ, ააიპ, საქვეუწყებო დაწესებულება) დამოუკიდებელ სსიპ-ებში, სასამართლოებში, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციებში, მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და საკრებულოებში, თვითმმართველ ქალაქებში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სხვადასხვა უწყებაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი (2015-2016) წლის განმავლობაში სისტემა დაინერგა 263 სახელმწიფო უწყებაში. ელექტრონული სისტემის დანერგვას წინ უძღოდა აღნიშნული დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების ტრენინგები და კონსულტაციები. ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის მონაცემთა ერთიან ბაზას. მისი მიზანია, საჯარო სტრუქტურებში ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის ფუნქციის გაძლიერება და განვითარება. სისტემა მოიცავს შემდეგ ფუნქციებს: სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების მართვა; სტატისტიკური ინფორმაციის გენერაცია; პერსონალის შესახებ სრულყოფილი, მუდმივად განახლებული ელექტრონული მონაცემების არსებობა; სამუშაოს აღწერილობა; პერსონალის დასწრების აღრიცხვა; პერსონალის ხელფასის უწყისის რეესტრი; პერსონალის მივლინებების რეესტრი; ძებნისა და ანგარიშგების მძლავრი მექანიზმი; ავტომატური შეტყობინებების გენერირების ფუნქციონალი; პერსონალის მონაცემების არქივირება; კლასიფიკატორთა მართვა. სისტემის გამოყენებით ხორციელდება ზოგადი მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, საკადრო საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროის, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომია, მუშაობის ხარისხის ზრდა, მენეჯმენტის სწორი გადაწყვეტილებების დროული მიღების პროცესის ოპტიმიზაცია, რაც მომხმარებელს პერსონალის საკადრო პროცესების მარტივად და ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს. სახელმწიფო უწყებებში სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვა წელსაც გაგრძელდება.
(NS)
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)