19:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 14:42:47, 3222 ნახვა

კომენტარი მსოფლიო
დევიდ პეტრეუსი: პუტინი საერთაშორისო წესრიგის მტერია, რომელიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შეიჭრა

ვლადიმერ პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის, არამედ რამდენიმე მიმართულებით ჩვენი და ზოგადად, საერთაშორისო წესრიგის მტერიცაა, - ამის შესახებ  გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ წამყვან კანდიდატებს შორის იყო დასახელებული.

„ტრამპის მიერ შერჩეული ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრები გარკვევით თანხმდებიან იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის, არამედ რამდენიმე მიმართულებით ჩვენი მტერია და ზოგადად, საერთაშორისო წესრიგის მტერიცაა, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე - ყირიმში და დონბასში, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში; აშენებს ავიაბაზას ბელორუსში; 1500 ჯარისკაცი ყავს მოლდოვაში. რუსეთის პერიფერიებს რომ გადავხედოთ, დავინახავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელახალი აშენების მცდელობას, რისთვისაც ის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსაც იყენებს“ - ამბობს დევიდ პეტრეუსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics