|
2017-01-17 13:02:50, 2369 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ გალარების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
ვითიბი ბანკის კლიენტებს დღეიდან, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივ პროგრამაში, რომელიც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის გალარებას ითვალისწინებს. პროგრამის პირობების თანახმად შესაძლებელია მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა არსებულ კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. ამასთან ერთად თუ სესხის მოცულობა აღემატება დაწესებულ ლიმიტს შესაძლებელია მისი ნაწილის, მაქსიმუმ 40 000 დოლარის, გალარება. აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. გალარების პროგრამა 25 მარტამდე გრძელდება, განაცხადები კი, 17 მარტის ჩათვლით მიიღება. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ბანკის ფილიალებს ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს ნომერზე 2 24 24 24.
(R)
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)