|
2017-01-17 09:20:25, 2592 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
სესხების გალარების პროგრამა დაიწყო
დღეიდან, საქართველოში სესხების გალარების პროგრამა ამოქმედდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ერთჯერადია და ის ორი თვე გაგრძელდება. პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე. სუბსიდია შეეხება მხოლოდ უზრუნველყოფილ ნაწილს, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ბოლო არსებული შეფასებით. გალარების პროგრამა მოიცავს სესხებს, რომელთა მიმართებაში ბანკი არის (ან პორტირების შემთხვევაში იქნება) პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი (იპოთეკარი). ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში თავისუფლდება უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ უძრავ ნივთზე უფლების/ვალდებულების (იპოთეკის) რეგისტრაციისთან დაკავშირებული საფასურისგან. სესხის სუბსიდირება მოხდება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. სუბსიდია არ შეეხება მათ, ვისი სესხების ძირითადი თანხების ჯამური დავალიანება 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, გამლარებელ ან სესხის გადატანის შემთხვევაში, იმ ბანკში საიდანაც სესხის გადატანა ხდება, აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 წელს 100 ათას ლარს აღემატებოდა. მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას. პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს. დამატებითი ინფორმაცია სესხების გალარების პროგრამის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (www.mof.ge) და საქართველოს ეროვნული ბანკის (www.nbg.gov.ge) ოფიციალურ ვებგვერდებზე.
(NS)
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)