|
2017-01-06 17:44:38, 2297 ნახვა
სამართალი კომენტარი
ბექა ბასილაია: გიგი უგულავა დღეს უნდა გათავისუფლდეს
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან დღესვე უნდა გათავისუფლდეს. როგორც ადვოკატმა განმარტა, უგულავას პატიმრობის ვადა 9 იანვარს გასდის, მაგრამ რადგან უქმე დღეები ემთხვევა, მისი გათავისუფლება დღესვე უნდა მოხდეს. „სასამართლოსგან მივიღეთ ვერდიქტი, რომ გიგი გამართლებული დარჩა იმ ეპიზოდში, რომელშიც მანამდეც იყო გამართლებული. ხოლო „თბილსერვისის“ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაფლანგვის ბრალდება მოუხსნა და 337-ე მუხლი დაუტოვა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებას გულისხმობს“,-განაცხადა ბასილაიამ. ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუნახევრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)