23:53 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 10:56:00, 2047 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ განაჩენს დღეს გამოაცხადებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ყოფილი მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ განაჩენს დღეს გამოაცხადებს.

საქმე ეხება „თბილსერვის ჯგუფში” ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასა, ასევე რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას.

შეგახსენებთ,  თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ,,თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდში“   გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად  4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics