|
2016-12-28 20:06:35, 1971 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები პარლამენტში მისასვლელად მზადყოფნას გამოთქვამენ
პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, როდის მივალთ პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკურ გუნდს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები აქვს. „გამომდინარე ძალიან დაძაბული დღის წესრიგიდან, რომელიც პირადად მე და ეკონომიკის მინისტრს გვაქვს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ გადაგვედო პარლამენტში მისვლა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან. დღესაც ჩემი მოადგილე იმყოფება პარლამენტში, აქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები. პარლამენტთან კონსულტაციებით აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ყველაზე დროული იქ მისვლა“, -აღნიშნა ქუმსიშვილმა. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისიტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის პარლამენტში აუცილებლად მივა და არსებულ კითხვებს უპასუხებს. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მისვლას პარლამენტში, რათა ემსჯელათ მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)