14:49 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 14:43:11, 2706 ნახვა

მსოფლიო
BBC: აღმოსავლეთ უკრაინაში 2016 წელს საბრძოლო მოქმედებების შედეგად 211 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე წელს საბრძოლო მოქმედებების შედეგად 211 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC-ი უკრაინის შეარაღებული ძალების პრესსამსახურმზე დაყრდნობით იუწყება.

გარდა ამისა, შეიარარებული ძალების ინფორმაციით, არასაომარ ვითარებაში, სხდახვა მიზეზებით 2016 წლის განმავლობაში 256 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე წელს 100-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა და იარაღი დაკარგა.

უკრაინის შეიარღებული ძალების გენშტაბის უფროსის ვიქტორ მუჟენკოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს სულ 3064 ძალოვანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, გაერო-ს მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემებით კი, დონბასში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 9640 ადამიანი, მშვიდობიანი მცხოვრებლების ჩათვლით, 22 ათასზე მეტი კი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედია აღმოსავლეთ რეგიონში ოპერაციის დაწყების ოფციციალურ თარიღად 2014 წლის 7 აპრილს ასახელებს, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics