07:41 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 21:20:31, 2747 ნახვა

ეკონომიკა
აჭარაში საუკეთესო ტურისტული ობიექტების დაჯილდოვება გაიმართა

სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში" ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2016" გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. ფორუმს აჭარის ა/რ მთავრობის თვამჯდომარე ზურაბ პატარაძე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით „მაგნოლია 2016" წელს მეორედ ტარდება. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის დარგის სტიმულირება და გაუმჯობესებაა, რაც ტურიზმის სექტორში სერვისის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ფორუმზე პირველი ჯილდო გამარჯვებულ კომპანიას, სასტუმრო ,,ჰილტონს", სიმბოლურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გადასცა.

სულ ღონისძიებაზე 10 ნომინაციაში დაჯილდოვდა საუკეთესო საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო, სასტუმრო, სასტუმრო-საოჯახო სახლი სოფლად, რესტორანი, ტურისტული ატრაქცია, მუზეუმი, გიდი, ტურისტული სააგენტო, ტურისტული მარშრუტი და ახალი ტურისტული პროდუქტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამარჯვებულები მომხმარებელთა კვლევისა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვების შედეგად გამოავლინა. მომხმარებელთა კვლევა პირისპირ და ონლაინ კვლევის მეთოდით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 1200 ტურისტი და მომხმარებელი გამოიკითხა. კვლევა ასევე ითვალისწინებდა Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებიც გამოიყენა.

ტურიზმის რეგიონალურ ფორუმზე "მაგნოლია-2016" ტურიზმში დასაქმებული კერძო კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 200 - მდე წარმომადგენელი იყო მოწვეული.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics