18:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 10:03:31, 500 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშო ვიზიტით საბერძნეთში გაემგზავრა

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ.ათენში გაემგზავრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 26 მარტს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საქმეებში ნიკოლაოს ხუნტისთან და საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გეორგიოს ვარემენოსთან.  შეხვედრებზე  რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე ისაუბრებენ.

 სახელმწიფო მინისტრი ათენიდან კვიპროსის რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც, ასევე, დაგეგმილია დავით ბაქრაძის შეხვედრები კვიპროსის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი შეხვედრას გამართავს კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოანის კასულიდისთან. საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პესპექტივებზე კი  საგარეო საქმეთა სამინისტროში კვიპროსისა და საქართველოს დელეგაციები გაფართოებული კონსულტაციების ფორმატში იმსჯელებენ.  

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან (ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას) პროდრომოს პროდრომუსთან, კვიპროსის რესპუბლიკაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ალექსანდრა ატალიდესთან და ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯორჯ მარკოპულიოტისთან. საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის  სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე დავით ბაქრაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics