|
2016-12-21 13:47:48, 1745 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ძიძიგური: ვფიქრობ, ეკონომიკურმა გუნდა ყველა კითხვას უპასუხა
ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე, რაზეც პასუხი უნდა გაეცა ეკონომიკურ გუნდს, გაცემულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის დამატებით პარლამეტნში მოსვლის აუცილებლობა არ არსებობს და ოპოზიციას მხოლოდ აჟიოტაჟის ატეხვა უნდა. „არამგონია რაიმე ახალი სათქმელი ჰქონდეს ეკონომიკურ გუნდს იმის მერე, რაც პარლამენტში იყო. ვერ ვხედავ რაიმე დატვირთვას ეკონომიკური გუნდის, რომ კიდევ დამატებით პარლამენტში მოვიდეს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას აჟიოტაჟის ატეხვა სურს. სურთ მეტი იხმაურონ, რომ ძალიან წუხან ლარის კურსთან დაკავშირებით. არავითარი წუხილი მათ არ გააჩნიათ. რაიმე წუხილი რომ ჰქონდეთ, თემით სპეკულირებას თავს დაანებებდნენ და აჟიოტაჟის შექმნას არ შეუწყობდნენ ხელს,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)