|
2016-12-21 13:03:46, 2348 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკმა პარტნიორების სახელით 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დარგო
პაშა ბანკმა ამჯერადასაც გამორჩეულად მიულოცა საახალწლო დღესასწაული პარტნიორებს და მათი სახელით 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დარგო. აღნიშნული ნერგები ბორჯომის მახლობლად 2008 წლის აგვისტოში დამწვარი 260 ჰექტარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში დაირგო. “ჩვენი პარტნიორებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე, განვაცხადეთ, რომ 2017 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას “მწვანე” პროექტებს დავუთმობთ. მომავალი წლისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გარემოსთვის სასარგებლო არაერთ აქტივობას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე, სიხარულით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პარტნიორებისთვის 2,000 სახელობითი ხე დავრგეთ, რასაც სიმბოლურად კიდევ 17 დავუმატეთ. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და გისურვოთ ბედნიერი, მშვიდობიანი და ჯანმრთელი ახალი 2017 წელი,” - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, შაჰინ მამმადოვმა.
(R)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)