06:53 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 17:25:44, 2058 ნახვა

ეკონომიკა
ყავლაშვილი: ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან 258 მლნ ლარის ოდენობით

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 11 თვის შესრულების საბოლოო პარამეტრები და ეს მაჩვენებლები წლიდან წლამდე უმჯობესდება, რაც მნიშვნელოვნად მეტყველებს ბიუჯეტის თანაბარ ხარჯვაზე.

მაჩვენებლები განთავსებულია ხაზინის ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის. 

„მნიშვნელოვანია, რომ დეკემბრის დასაწყისში ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან 258 მლნ ლარის ოდენობით და ევროკავშირისგან  ველოდებით საბიუჯეტო გრანტებს 100 მლნ ლარის ოდენობით. ამ მომენტისთვის 2016 წელს შემცირებული გვაქვს ფულის მასა 440 მლნ ლარით, ასევე მნიშვნელოვანი შემცირება გვაქვს დეკემბრის თვეში,“ - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.  

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გეგმასთან სრულ შესაბამისობაში იქნება, როგორც შემოსულობების ისე ხარჯვითი ნაწილის მიმართულებით. რაც ძალიან ნიშანდობლივია და ეკონომიკაში პოზიტიურ მიმართულებაზე მეტყველებს, მნიშვნელოვან გადაჭარბებას ველოდებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მიმართულებით (დაახლოებით 100 მლნ).

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics