12:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 13:01:36, 2438 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ირკუტსკის ოლქში პარფიუმერული კონცენტრატით მოწამლვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ირკუტსკის ოლქში ბოლო 2 დღის განმავლობაში პარფიუმერული კონცენტრატით მოწამლვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოლქის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ირკუტსკში სპირტის შემცველი არასაკვები პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა. აკრძავა მაღაზიების შემოწმების დასრულებამდე იმოქმედებს.

როგორც სააგენტო წერს, მოწამლულებმა პარფიუმერული კონცენტრატი სახელწოდებით “ბოიარიშნიკი” დალიეს. სითხის შემადგენლობაში მეთილის სპირტი აღმოჩნდა. 

BBC-ის ცნობით, მოწამლვის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილი 28 ადამიანი, 13 მათგანიდან მძიმე მდგომარეობაშია. 

ირკუტსკის ოლქის გუბენატორის განცხადებით, პოლიციამ რეგიონში სპირტის შემცველი პროდუქციის მწარმოებელი 2 არალეგალური საწარმო აღმოაჩინა. ერთ-ერთ მათგანში “ბოიარიშნიკის” ბოთლები და ტექნიკური სპირტის ავზები აღმოაჩინეს. დაკავებულია შვიდი ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics