|
2015-03-25 16:07:32, 909 ნახვა
ეკონომიკა
ფხაკაძე: ფუნდამენტური ხასიათის საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ლარის კურსის არგაუარესება გამორიცხული იყო
"ფუნდამენტური ხასიათის საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ლარის კურსის არგაუარესება გამორიცხული იყო",-ამის შესახებ კომპანია "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, კარგია, რომ ლარმა ახალი წონასწორობის ნიშნული იპოვა. "ლარის დევალვაცია არა მარტო ბიზნესისთვის, ზოგადად მოსახლეობისთვის არის ნეგატიური, მაგრამ სამწუხაროდ, საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ფუნდამენტური ხასიათის ფაქტორებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ზეწოლა იყო ლარის კურსზე და ასეთ ვითარებაში ლარის კურსის არგაუარესება გამორიცხულია იყო, როდესაც შენს ძირითადად სავაჭრო ქვეყნებში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია. ეს იწვევს დიდ ზეწოლას ეროვნულ ვალუტაზე. ფასების გაზრდა დამოკიდებულია შემდგომ პროგნოზზე.ლარის კურსის ყოფა ქცევაზე. კარგი ისაა, რომ ახალი წონასწორობის ნიშნული ლარმა უკვე იპოვა, კარგი იქნება თუ იმ ნიშნულზე დარჩება, რაც არის დღეს",-განაცხადა სოსო ფხაკაძემ. ეს განცხადება მან ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. "ეროვნულ ბანკთან ძალიან პროფესიული საუბარი გვქონდა.მიმოვიხილეთ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები.ძალიან კარგია, რომ დღესდღეობით სტაბილურობა სახეზეა.ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომე ასე გაგრძელდება",-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)