18:22 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 13:18:33, 522 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: ცალკეულ შემთხვევებში, პრემიები გაიცემა

„ცალკეულ შემთხვევებში, როცა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან გამორჩეული შედეგი გვექნება, პრემიები გაიცემა, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ ექნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპრემიო ფონდის შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 1 800 000 ათასი ლარით ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა და აქედან 1 550 000 ლარი საპრემიო ფონდია.

„ჩვენ 1 800 000 ლარით შევამცირეთ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის შედეგად ჩვენი ბიუჯეტი ადმინისტრაციულ ნაწილში, საიდანაც 300 ათასი ლარი, ეს არის უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, 1 550 000 ლარი, ეს არის საპრემიო ფონდი. ცალკეულ შემთხვევებში, როცა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან გამორჩეული შედეგი გვექნება, იქნება გაცემული პრემია, მაგრამ ამას არ ექნება მასობრივი ხასიათი. თანამშრომლები ჩვეულებრივ მიიღებენ შრომის ანაზღაურებას და შრომის ანაზღაურებაზე დანამატებს წესის მიხედვით“, - აღნიშნა ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics