06:16 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 12:28:28, 2088 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე:

"გაზპრომთან" და არც სხვა კომპანიასთან ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25 % წილის გასხვისებაზე პირდაპირი მოლაპარაკებები არ ყოფილა,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

რაც შეეხება, "გაზპრომისა" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, კალაძემ აღნიშნა, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. 

"ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება რომელიც უკვე წლებია, არსებობს. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. კონკრეტულად შინაარს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. ბუნებრივი აირის გატარების საფასურს ჩვენ დღეს ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ, მთლიანი მოცულობის 10%-ს. თუმცა,  ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს. გადაწყვეტილება შეხვედრაზე მიღებული არ ყოფილა, უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები. საკმაოდ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე",- აღნიშნა კალაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ შეხვედრაზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25 % წილის გასხვისებაზე არ ყოფილა საუბარი.

"ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, მოხდება ბირჟაზე აქციები განთავსება, პროცესი იქნება გამჭირვალე. პირდაპირი მოლაპარაკებები არც ერთ კომპანიასთან, მათ შორის არც "გაზპრომთან" არ ყოფილა",-განმარტა კალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics