|
2015-03-25 12:28:26, 972 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: ეროვნული ბანკი სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს
„ეროვნული ბანკი სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ეროვნულ ბანკს აინტერესებს რიცხვები, თუ რა რაოდენობის სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდა და როგორი იყო მოთხოვნა მსესხებლების მხრიდან ასეთი ტიპის რესტრუქტურიზაციაზე. თუმცა, ქადაგიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სესხების რესტრუქტურიზაცია საკითხის ფუნდამენტურ გადაწყვეტას არ ნიშნავს. „სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. რიგმა ბანკებმა განახორციელეს თავიანთი შეთავაზებები. ჩვენ გვაინტერესებს რიცხვები, რა რაოდენობის სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა, როგორი იყო მოთხოვნა ასეთი ტიპის რესტრუქტურიზაციაზე მსესხებლების მხრიდან. მაგრამ, აქვე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტა, ეს არის მხოლოდ დროებითი შემსუბუქება ტვირთის ამ ადამიანებისთვის, მეტი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)