|
2015-03-25 11:22:03, 504 ნახვა
საზოგადოება
ნარმანიას ინფორმაციით, 32 მრავალსართულიან კორპუსში 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, 32 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაანცხადა. დავით ნარმანიამ ავარიული კორპუსების გამაგრებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. „ეს საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. ვიანაიდან გაზაფხულის დადგომასთან ერთად ავარიული სახლების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. მიმდინარე ეტაპზე 32 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები, ხოლო სამ სართულამდე ავარიული სახლების გამაგრებას რაიონული გამგეობები ახორციელებენ. ამიტომ, ასეთი სახლების გამაგრების სამუშაოები გამგეობების მხრიდან საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)