06:06 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 14:52:17, 1998 ნახვა

ეკონომიკა
ფრანსუა პეჰშო: ბიუჯეტის პროექტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყანის ფისკალური მდგრადობა

საქართველოში  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელ  ფრანსუა პეჰშოს განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში ასახულია მთავრობის განზრახვა, ქვეყანის ფისკალური მდგრადობა უზრუნველყოს.

როგორც პეჰშომ აღნიშნა, შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად  ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით, 700 მილიონი ლარით გაიზრდება.

„ბიუჯეტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყანის ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, რის საფუძველიც იქნება ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები. შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად, ჩვენი შეფასებით, ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით. მნიშვნელოვან ცვლილებას ვხედავთ ხარჯების ნაწილშიც, სადაც აქცენტი გადატანილია მიმდინარე ხარჯებიდან კაპიტალურ ხარჯებზე. ასევე, მისასალმებელია მთავრობის განზრახვა, გაზარდოს საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობა დანახარჯების შემცირების პირობებში. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა შეძლებს, დაგეგმილი სცენარით შეასრულოს 2017 წლის ბიუჯეტი და შეამციროს დეფიციტი“,-აღნიშნა  ფრანსუა პეჰშომ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics