05:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 21:13:18, 2359 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ბიზნეს სახლის პროექტს მთავრობის სერვისების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა აქვს

პარლამენტის უმრავლესობის წევრთა შეკითხვაზე, რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავს მთავრობა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბიზნეს-სახლის პროექტი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიზნეს-სახლის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და ითვალისწინებს ერთიანი ბიზნეს-მომსახურების სივრცის ჩამოყალიბებას. 
 
„ბიზნეს სახლი" სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას წარმოადგენს, რაც ფიზიკური და ელექტრონული სივრცის განთავსებას გულისხმობს, ხოლო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში, ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით 600- ზე მეტი სერვისი მიიღონ.
 
ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ბიზნესის სახლის პროექტს მთავრობის სერვისების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა გააჩნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics