|
2015-03-24 16:19:29, 861 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ძალისხმევა საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენებისკენაა მიმართული
„მაშინ, როცა ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნამ იკლო, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენებაზე“,– ამის შესახებ სასქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა. მისივე შეფასებით, აუცილებელია სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება. „რეგიონში არსებული პრობლემების ფონზე, მაშინ, როდესაც ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნამ იკლო, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენებისაკენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კუთხით სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება და მისი პროდუქტიულობის გაზრდა.ამჟამად დაწყებულია სოფლად კოოპერატივების შექმნის სტიმულირების ახალი ეტაპი. ასევე, დაწყებულია და წარმატებით ხორციელდება მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ინოვაციებსა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)