11:11 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 17:06:45, 2920 ნახვა

მსოფლიო
Time-მა დონალდ ტრამპი „წლის ადამიანად“ დაასახელა

გამოცემა Time-მა ამერიკის შეერტებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „წლის ადამიანად" დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, სწორედ დონალდ ტრამპმა მოახდინა ყველაზე მეტი გავლენა სხვადასხვა მოვლენებზე, მათ შორის მის გამარჯვებას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა და წლის ყველაზე განხილვად ადამიანად ითვლება.

ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი პატივია და ეცდება, აღნიშნული წოდება გაამართლოს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც მიიღო.

ცნობისთვის, გამოცემა Time-ი "წლის ადამიანს" 90-ედ ავლენს. გუშინ Time-მა “წლის ადამიანის” ნომინაციაზე 11 ფინალისტი გამოავლინა. გამოცემის ინფორმაციით, ფინალისტებს შორის იყვნენ:  “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ყოფილი ლიდერი და “ბრექსითის” აქტიური მომხრე ნაიჯელ ფარაჯი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მომღერალი Beyonce, ინდოეთის პრეზიდენტი ნარენდრა მოდი. ამასთან, კიდევ ერთი ფინალისტი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი იყო.

შეგახსენებთ, გასულ წელს ჟურნალმა "წლის ადამიანად" გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics