|
2015-03-24 16:07:54, 415 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული
„ძალისხმევას არ დავიშურებთ, საქართველოში მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული“, – ამის შესახებ სასქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა. მისივე მტკიცებით, ქვეყანაში შეიქმნება ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს. „ჩვენ ვამაყობთ იმით,რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, დაამტკიცა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული და აშენდეს რეალურად ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვერ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება მართლმსაჯულებისა და საკანონმდებლო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს, ისინი ემსახურება ამ უწყებების სისტემურ და სტრუქტურულ გაუმჯობესებას, მათი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას“, – აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)