|
2015-03-24 15:22:08, 523 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის ლი კვან იუს გარდაცვალების გამო პრეზიდენტ ტონი ტან კენგ იამს სამძიმრის წერილი გაუგზავნა „ნება მიბოძეთ ქართველი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა უდიდესი სახელმწიფო მოღვაწისა და ლიდერის, მისი აღმატებულება ლი კვან იუს გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია არა მარტო სინგაპურელი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ბატონი ლი კვან იუ იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც თავისი ხალხისათვის თავდადებული მსახურებით სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ და აყვავებულ სახელმწიფოდ აქცია. დარწმუნებული ვარ, რომ თაობები მის სახელს საუკუნეების განმავლობაში არ დაივიწყებენ. ვიზიარებ ბატონი ლი კვან იუს ოჯახისა და სინგაპურელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დანაკლისის გამო“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)