21:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 11:41:08, 2223 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ოქროს ზოდების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2016 წლის 5 დეკემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ ,,TOYOTA PRADO’’-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები.

„საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით,  რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics