|
2016-12-03 10:18:13, 2406 ნახვა
სამართალი
შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომობილით შეძლებენ
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგა. გიორგი მღებრიშვილი, რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის ადაპტირებული ავტომანქანის პრეზენტაციას დაესწრო. შს მინისტრმა მართვის მოწმობის ასაღებ იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა მიიღო და ინოვაციური სერვისის ეფექტურობა პირადად შეაფასა. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სამინისტროს ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამჯერად მათ უპრეცედენტო ინოვაციას ვთავაზობთ. მომსახურების სააგენტოში ისინი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ. ვფიქრობ, ეს სიახლე მათ მართვის მოწმობის აღების პროცედურას გაცილებით გაუადვილებს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა, მომავალში ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება წარმოადგენს. მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში შშმ მოქალაქეებისთვის ადაპტირებული გარემოა შექმნილი, რის შედეგადაც ისინი სასურველ მომსახურებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იღებენ“, - აცხადებენ სამინისტროში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)