|
2016-12-03 00:22:21, 1820 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კომერციული საბანკო სექტორის კეთილსინდისიერებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ
მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა ჩვენი კომერციული საბანკო სექტორის და ვთვლი, რომ ისინი არიან პასუხისმგებლიანი ბანკები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გარკვეულმა პირებმა, კომპანიებმა ან სხვა ეკონომიკურმა სუბიექტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოლარი უბრალოდ არ გაეყიდათ. მისივე განმარტებით, ამან წარმოქმნა ძალიან სწრაფი აღმავალი მოძრაობა, თუმცა, ძალიან სრაფადვე, სწორი კომუნიკაციისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ბაზარმა გააკეთა რეაგირება. „მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა ჩვენი კომერციული საბანკო სექტორის და ვთვლი, რომ ისინი არიან პასუხისმგებლიანი ბანკები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში. თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვა, მათ შეუძლიათ, ამ კითხვებით მიმართონ. მაგრამ ინფორმაცია და ის ნდობა, რაც მე გამაჩნია საბანკო სექტორის მიმართ, აქ კომერციული ბანკების როლზე არ არის საუბარი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)