|
2015-03-24 10:21:22, 854 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრისთვის დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველის, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით, ფინანსთა სამინისტროში, ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს მთავრობისა და EBRD-ის ორგანიზებით, დედაქალაქში უკვე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოები განიხილეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც აღინიშნა, ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესიის ორგანიზება იგეგმება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს. ორდღიან საერთაშორისო ფორუმს გააშუქებს თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელთა მხრიდანაც ღონისძიებასთან დაკავშირებით უკვე დიდი დაინტერესება ფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)