03:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 20:13:40, 2069 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს საგადასახადო სიახლეები გააცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა.

როგორც "ექსრეპნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ საგადასახადო ცვლილებებზე წარიმართა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე დაიმ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, მოსახლეობის დასაქმება და კეთილდღეობა წარმოადგენს. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს, ერთი მხრივ, შეამციროს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ამავე დროს,გაზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგი შეეცდება მომზადებული შეხვდეს დაგეგმილ ცვლილებებს.

ასევე ითქვა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics