|
2016-11-30 15:33:08, 1796 ნახვა
ეკონომიკა
ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები მთავრობას ეროვნულ ბანკთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ
საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება. ასოციაციის წევრი კომპანიები მთავრობას თხოვნით მიმართავენ, ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით, ეროვნულ ბანკთან უშუამდგომლოთ. „ასოციაცია ონლაინ სესხების გამცემი მსხვილი კომპანიების სახელით აცხადებს, რომ: 1. ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ; 2. მთავრობას მივმართავთ თხოვნით - საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით; 3. ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით; 4. მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს; 5. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების - ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge; ccloan.ge; crediton.ge; moneyman.ge; emmascredit.ge; masesxe.ge; minicredit.ge; mozo.ge; mon.ge.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)