|
2016-11-28 13:31:57, 715 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე 8-9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე 8-9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე (ქობულეთი) არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, ს.ს „საქართველოს რკინიგზა“ აწარმოებს ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს. რის გამოც, 8 დეკემბრის დილის 08:00 სთ-დან 9 დეკემბრის საღამოს 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი დროებით გადაერთვება შემოსავლელ გზაზე, ქალაქის გავლით. სამუშაოების წარმოების პროცესში, სარკინიგზო გადასასვლელის მთელ პერიმეტრზე სს „საქართველოს რკინიგზა“-ს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის რეგულირებას. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 14 ივლისის (№31601751089) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)