|
2016-11-27 14:03:15, 847 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ დევნილთა დასახლების სარწყავი წლის უზრუნველყოფის მიზნით პროექტს ახორციელებს
წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კილომეტრამდე წყალმიმყვანი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი. მათივე ცნობით, დღეისათვის, უკვე გაყვანილია ჯამში 20 კმ სხვადასხვა დიამეტრის მილი. პროექტის დასრულების შემდეგ სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება წეროვანის დასახლების 2 000-ზე მეტი ოჯახის 80 ჰექტარი საკარმიდამო ნაკვეთი. პროექტის ღირებულებაა 2 080 900 ლარი. წეროვანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯალაბაძე და შპს „საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ლევან დვალი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი ფართობი რეგიონში 9 600 ჰექტრამდე გაიზარდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)